მოურინიოს პრესკონფერენციებში ფულის აღება შესთავაზეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმა თავის მიკრობლოგზე დაწერა, რომ მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს შეუძლია პრესკონფერენციებზე თავის გამოსვლებში ფული აიღოს.

ფერდინანდმა ეს ჩანაწერი "ბარსელონასთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა გააკეთა.

ფერდინანდმა თქვა, რომ პრესკონფერენციაზე მოურინიოს გამოსვლამ მასზე ენერგეტიკული სასმელივით იმოქმედა.

მოურინიომ "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ მთავარი არბიტრი ვოლფგანგ შტარკი გააკრიტიკა, რომელმაც 61-ე წუთზე მოედნიდან მადრიდელთა მოთამაშე პეპე გააძევა. "რეალის" მწვრთნელმა გაანცხადა, რომ უეფა კატალონიელებს ეხმარება და მის მეტოქეებს გამარჯვების შანსს არ უტოვებს. მოურინიომ დასძინა, რომ ვერ
ხვდება, რატომ ეხმარება უეფა "ბარსელონას".

როგორც ინტერნეტგამოცემა Goal.com იუწყება, "ბარსელონამ" შესაძლოა მოურინიოს გამონათქვამების გამო უეფაში იჩივლოს. კლუბის უკმაყოფილება "რეალის" მწვრთნელის გამონათქვამმა გამოიწვია თითქოს, "ბარსელონას" მიმართ "დახმარება" შესაძლოა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ანხელ მარია ვილიარის ზემოქმედებით იყოს გამოწვეული ან იმით, რომ "ბარსელონა" "იუნისეფის" პარტნიორია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოგების მიუხედავად, ბარსას მოთამაშეები მართლა ნაძები არიან, გასნაკუთრებით პიკე, დანი ალვეში და ბუსკეტსი! თითის კვრითაც დაბლა ეცემიან და ისე გორავენ და ტირიან, გეგონება ხერხემალში გადატეხესო. სერ ალექსი მართლა ჩაუტარებს მაგათ მასტერ-კლასს. მიდი მანიუ!
Levani
18:58 28-04-2011
0
მართალია tato :)
ფინალი ბარსა მანჩესტერია,მაგრამ ამჯერად მანჩესტერი მოიგებს!!!!!!!!!
davi
16:41 28-04-2011
0

სიახლეები პოპულარული