"რეალი"-"ბარსელონას" მატჩს 12.5 მილიონმა ესპანელმა უყურა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს "რეალსა" და "ბარსელონას" შორის 12.5 მილიონმა ესპანელმა უყურა.

მკვლევარებმა საფეხბურთო მატჩის მაყურებლების რიცხვი წუთობრივად გამოითვალეს. შემდეგ თითოეული წუთის მონაცემები შეჯამდა და წუთების საერთო რაოდენობაზე გაიყო - ამგავარად შეხვედრის მაყურებელთა საშუალო რიცხვი გამოიყვანეს.

12.5 მილიონი ადამიანი ესპანეთის მთლიანი ტელეაუდიტორიის 63.6 პროცენტია.

ყველაზე მეტმმა მაყურებელმა ტელევიზორებთან თავი "ბარსელონას" მიერ მეორე გატანილი გოლის შემდეგ მოიყარა. ამ დროს აუდიტორიამ 15.6 მილიონ ტელემაყურებელს გადააჭარბა.

გასულ "კლასიკოს" თუნდაც ერთი წუთით მინიმუმ ოცმა მილიონმა ადამიანმა უყურა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული