"რეალთან" პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში დუბლის შემდეგ "ბარსელონას" ფორვარდის ანგარიშზე 11 გოლია. მესი ჩემპიონთა ლიგის რეკორდს მიუახლოვდა, რომელიც 2002/03 წლის სეზონში რუდ ვან ნისტელროიმ დაამყარა - ჰოლანდიელმა 12 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში მესის გერდ მიულერის მიღწევის გამეორებაც შეუძლია, რომელიც ევროპის ჩემპიონთა თასის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ზედიზედ სამი წლის მანძილზე გახდა.