ომი მოუს... მშვიდობისათვის

AutoSharing Option
გუშინ "ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ მთელი დღის განმავლობაში იმსჯელა იურისტებთან და გადაწყვიტა კლუბის ყოფილ თანამშრომელს, დღეისათვის კი მადრიდის "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოს უეფაში უჩივლოს.

მიზეზი კი პორტუგალიელი თავკაცის ის ფრაზებია, რაც მან "ბარსელონასთან" 0:2 მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა. კატალონიური კლუბის წარმომადგენელმა ანტონი ფრეიშამ დაადასტურა, რომ "ბარსამ" საჩივარი შეიტანა:

"ჩვენი მიზანი არ არის ცეცხლის გაჩაღება. პირიქით, ამით ჩვენ მისი ჩაქრობა გვსურს. საფეხბურთო მწვრთნელმა უნდა ილაპარაკოს ფეხბურთზე და არ უნდა იკადროს ისეთი რამ, რასაც ძალადობის გამოწვევა შეუძლია, მოედნებზე და მის გარეთაც", - განაცხადა
ფრეიშამ. წუხელვე ცნობილი გახდა, რომ უეფამ მიიღო "ბარსელონას" საჩივარი და ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ საქმე აღძრა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული