პირველ მატჩში, რომელიც 27 აპრილს მადრიდში გაიმართა, მოურინიო გააძევეს, ამიტომ საპასუხო შეხვედრაში ის თავისი გუნდის ხელმძღვანელობას სამწვრთნელო სკამიდან ვერ შეძლებს.
"ბარსელონასთან" პირველ მატჩში პორტუგალიელი მწვრთნელი არბიტრ ვოლფგანგ შტარკთან დავისთვის გააძევეს. მოურინიო თავისი გუნდის ფეხბურთელის პეპეს გაძევებით იყო უკმაყოფილო. მატჩი "ბარსელონას" გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
საპასუხო მატჩს მოურინიო "რეალის" სპორტულ დირექტორ მიგელ პარდესასთან ერთად უყურებს. ამას გარდა, მწვრთნელთან ერთად კლუბის ორი პირადი მცველი იქნება. მოურინიოს უსაფრთხოების
28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უეფამ მოურინიოს გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომელიც მან "ბარსელონასთან" მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სპეციალური გამოძიება დაიწყო. "რეალის" მწვრთნელმა განაცხადა, რომ უეფა "ბარსელონას" ეხმარება, მსაჯები კი ამ გუნდის სასარგებლოდ რეგულარულად ცდებიან.
ხუთშაბათს "ბარსელონამ" უეფაში მოურინიოს წინააღმდეგ სარჩელის ოფიციალურად შეტანა გადაწყვიტა. ამის შემდეგ მალე "რეალის" ოფიციალურ საიტზე გაჩნდა განცხადება, რომ კლუბი პირველი ნახევარფინალური მატჩის დროს "ბარსელონას" არასპორტული საქციელის გამო უეფაში იჩივლებს.
"ბარსელონასა" და "რეალის" საპასუხო შეხვედრა 3 მაისს ბარსელონაში შედგება.
საერთოდ არ შეხებია პეპე დანი ალვეშს რაც ვიდეოზე შენელებულ კადრებში კარგად ჩანს.
საერთოდ არ შეხებია პეპე დანი ალვეშს რაც ვიდეოზე შენელებულ კადრებში კარგად ჩანს.