მოურინიომ "ბასელონასთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ "ბარსელონასთან", რომელიც ხვალ გაიმართება, პრესკონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ეს გადაწყვეტილება პორტუგალიელმა იმით ახსნა, რომ პირველი შეხვედრის დროს ტექნიკური ზონიდან გააძევეს.

მოურინიოს ნაცვლად ჟურნალისტების წინაშე მისი ასისტენტი აიტორ კარანკა წარსდგება. მის გარდა პრესკონფერენციას "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემაც დაესწრება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული