ალექს ფერგიუსონი: "შალკესთან" მატჩში შემადგენლობას გადავახალისებ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა "შალკესთან" და "ჩელსისთან" შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური და ინგლისის ჩემპიონატის მატჩის გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც ოთხშაბათს და კვირას გაიმართება.

"ამ კვირაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაშის ჩატარება გველის - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის და პრემიერლიგის მატჩის "ჩელსისთან". საპასუხო მატჩში "შალკესთან" შემადგენლობას გადავახალისებ. მოედანზე, შესაძლოა, პოლ სქოულზი, მაიკლ ოუენი და დიმიტარ ბერბატოვი გამოვიდნენ.

ჩვენთვის ეს აუცილებელია. ამავე დროს დაცვაში აუცილებლად დარჩებიან გამოცდილი ფეხბურთელები, ასე რომ ნერვიულობის საბაბი არ გვაქვს. მდგომარეობაზე, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, სეზონის დასასრულს მხოლოდ თუ ვიოცნებებდით",
- თქვა ფერგიუსონმა.

მომზადებულია MUTV-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული