"რეალმა" "ბარსელონას" უეფაში უჩივლა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" უეფაში განცხადება შეიტანა, რომელიც "ბარსელონას" ექვსი ფეხბურთელისთვის დისციპლინარული სანქციის დაწესებას ეხება.

"სამეფო კლუბი" დანიელ ალვეშის, სერხიო ბუსკეტსისა და პედროს ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯას ითხოვს, ხავიერ მასკერანოს, სეიდა კეიტასა და ვიქტორ ვალდესის კი - ერთმატჩიანით.

"რეალის" ბანაკში მიიჩნევენ, რომ ჩამოთვლილი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში არასპორტული საქციელის გამო უნდა დაისაჯონ. თამაში 27 აპრილს მადრიდში ჩატარდა და "ბარსელონას" გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.

"რეალი" კატალონიელთა თავკაცს, ხოსეპ გვარდიოლასაც გადასწვდა - მადრიდელები ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელთა ქცევა სწორედ მწვრთნელის ტაქტიკით იყო განპირობებული.

უეფას
დისციპლინარული კომიტეტი "რეალის" განცხადებას დღეს განიხილავს და თუ სანქციების დაწესებას საჭიროდ ცნობს, გადაწყვეტილებას ხვალ, საპასუხო მატჩის დაწყებამდე გამოაქვეყნებს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული