ჩავი: "უემბლიზე" დაბრუნება შესანიშნავი იქნებოდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველ ჩავისთვის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი "რეალთან" ევროპულ არენაზე 131-ე იქნება.

ორი ესპანური გრანდი მოკლე ხნის განმავლობაში მეოთხე დაპირისპირებას გამართავს. 31 წლის ფლეიმეიქერი დარწმუნებულია, რომ "კამპ ნოუზე" თამაში იოლი არცერთი გუნდისთვის იქნება, მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანამ" მადრიდში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

"გუნდს და პირადად მეც ამ მატჩისათვის არანაირი დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება. ძალიან კარგია, რომ ნახევარფინალში გავედით და პირველ მატჩში მადრიდში შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ. გვსურს, რომ ხალხმა ამ ისტორიული დაპირისპირებისგან სიამოვნება მიიღოს. ფეხბურთელებსაც მატჩისგან სიამოვნების მიღება გვსურს და იმედი
გვაქვს, ის გულშემატკივარსაც მოეწონება. ჩვენ ფინალში გასვლის ამოცანა უნდა გადავწყვიტოთ."

ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა დასძინა: "ყველა ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რასაც უშუალოდ თამაშთან არანაირი შეხება არ აქვს. მიმაჩნია, რომ ხალხი ყურადღებას ისეთ რამეებს აქცევს, რაც არცთუ მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ ფეხბურთთან არანაირი შეხება არ აქვს."

ჩემპიონთა ლიგის 2010/11 წლის სეზონის ფინალი "უემბლიზე" გაიმართება, სადაც "ბარსელონამ" არენის რეკონსტრუქციამდე, 1992 წელს თავისი პირველი ჩემპიონთა თასი მოიგო. ჩავი მაშინ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში არ ყოფილა და ამას დღემდე ნანობს:

"ჩემს უფროს ძმებს ლონდონში წასვლის უფლება მისცეს, მე კი მშობლებმა არ გამიშვეს და ფეხბურთს ტელევიზორში ვუყურე. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. რა თქმა უნდა, "ბარსელონას" ყველა გულსემატკივრისთვის ძალიან სასიხარულო იქნება, თუ ამ წელს "უემბლიზე" დავრუნდებით. მითუმეტეს, თუ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ჩვენს მოსისხლე მტერს ჩამოვიცილებთ."

მომზადებულია uefa.com-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული