კარანკა: იგუაინმა გოლი წესების დაცვით გაიტანა

AutoSharing Option
"რეალის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს თანაშემწემ აიტორ კარანკამ "ბარსელონასთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"მოურინიომ თქვა, რომ "რეალისთვის" ამ დაპირისპირების მოგება შეუძლებელი იყო. ასეც მოხდა. "რეალის" ყველა გულშემატკივარი აღშფოთებულია იმით, რაც დღეს საღამოს კვლავ იხილეს. იგუანის გაუქმებულმა გოლმა ბევრი რამ შეცვალა. ყველა ამბობდა, რომ გოლი წესების დაცვით იყო გატანილი.

ჩვენი დაპირისპირების ბედი პრაქტიკულად "ბერნაბეუზე" გადაწყდა. ჩვენი მწვრთნელი კვლავ მართალი იყო. როდესაც მატჩებს თერთმეტი თერთმეტზე ვამთავრებდით, ოთხი თამაშიდან ორი ფრედ დასრულდა, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. აქ პირველი მატჩის
შემდეგ 0:0-ით რომ ჩამოვსულიყავით...

მატჩის წინ მოურინიოსთან განვიხილეთ, ვის უნდა ეთამაშა და ანგარიშის მიუხედავად რა უნდა ეკეთებინა. შეხვედრის დროს ურთიერთობის საშუალება არ გვქონია, მაგრამ ეს მატჩამდე გავაკეთეთ, ამიტომ ვიცოდით რა უნდა გვექნა.

ჩვენმა ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ იციან როგორ ითამაშონ, როდესაც ამის უფლებას მისცემენ. სანამ თანაბარ პირობებში ვიყავით, "ბარსელონასთან" თანაბრად ვთამაშობდით. ჩვენმა გულშემატკივრებმა უნდა იამაყონ იმით, რაც გასულ თვეში იხილეს", - თქვა კარანკამ.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული