გვარდიოლა: ფერგიუსონის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი პატივია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "რეალთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი შეაფასა.

"პირველ ტაიმში, პირველი ათი წუთის გამოკლებით, ბურთს ვფლობდით და შესანიშნავ ფეხბურთს ვთამაშობდით, მაგრამ "რეალის" მეკარე იკერ კასილიასი ბრწყინვალედ თამაშობდა. მეორე ტაიმში ტემპი შევანელეთ, მაგრამ პედროს გოლმა დაგვამშვიდა.

მატჩში, შესაძლოა, საქმე ისე წასულიყო, რომ მადრიდელთა მეორე გოლს ჩვენთვის მდგომარეობა გაერთულებინა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ "რეალმა" შესანიშნავი თამაში აჩვენა. ვიცოდით, რომ მათთან თამაში რთული იქნებოდა.

ახლა ჩვენს გასახდელში მხიარულება სუფევს. დიდი სამუშაო გავწიეთ, ბევრმა ფეხბურთელმა სეზონი მსოფლიოს 2010 წლის
ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ დაიწყო. ასეთი რთული სეზონის შემდეგ ფინალში გასვლა ნამდვილი გმირობაა.

დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდებით. სერ ალექს ფერგიუსონი ყოველთვის ტიტულისთვის იბრძვის, იქნება ეს ჩემპიონთა ლიგა თუ პრემიერლიგა. ჩემთვის, ახალგაზრდა მწვრთნელისთვის, ფინალში მის წინააღმდეგ თამაში პატივი იქნებოდა", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული