ალექს ფერგიუსონი: ძალიან უნდა ვეცადოთ, რომ ფინალში გავიდეთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შესახებ აზრი გამოთქვა.

"იმედი მაქვს, ჩვენი გუნდი მომავალ მატჩს, როგორც უბრალო ფორმალობას არ მიუდგება. მე ამ მატჩს ასე არ ვეკიდები. ძალიან უნდა ვეცადოთ, რათა ფინალში გავიდეთ.

თუ წინა სეზონს გავიხსენებთ, ინგლისის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში შინ "ჩელსისთან" დავმარცხდით. ის დაპირისპირება "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა.

ლონდონელებთან შეხვედრაში დაღლილები ვიყავით, ამიტომ ამჯერად შემადგენლობის განსაზღვრისას ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინო. წინ ორი სერიოზული თამაში გველის. ორივე მატჩი ერთნაირად მნიშვნელოვანია.
გერმანიაში გამართული პირველი მატჩის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება.

ევროთასებზე უფრო მეტი ყურადღებით ვთამაშობთ. შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ ეს შეხვედრები რეგულაურული ხასიათის არ არის. პრემიერლიგა შეუწყვეტელ ბრძოლას გავს, თითქოს მუდმივად ვთამაშობთ გუნდებთან ლონდონიდან, იორკშირიდან ან ლივერპულიდან. ეს მეტოქეობის გრძნობა გვიღვივებს. სამაგიეროდ ევროთასებზე განსხვავებული სტილით თამაში შეგვიძლია, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო მეტად კონცენტრირებულნი ვიყოთ", - თქვა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული