ჯეფერსონ ფარფანი: პირველი შეცდომა საბედისწერო გამოდგა

AutoSharing Option
"შალკეს" თავდამსხმელმა ჯეფერსონ ფარფანმა თქვა, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:4) კარგად დაიწყო. პერუელის აზრით, მატჩის ბედი მეტოქის მიერ გატანილმა პირველმა გოლმა გადაწყვიტა.

"მატჩი შესანიშნავად დავიწყეთ, მეტოქის კარის აღების ხელსაყრელი მომენტი გვქონდა, მაგრამ შემდეგ შეცდომა დავუშვით, რომელიც საბედისწერო გამოდგა. "იუნაიტედმა" ჩვენი ჩავარდნით ისარგებლა და ანგარიში გახსნა", - განაცხადა ფარფანმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული