ვინ გახდება ოთხგზის

AutoSharing Option
მაშ ასე, ჩემპიონთა ლიგის 2010/11 წლების სეზონის ყველა, გარდა ერთი მატჩისა, ისტორიის საკუთრებაა, თუმცა სწორედ ის ერთია უმთავრესი - 28 მაისს "უემბლი" ლიგის მართლაც და, ორ საუკეთესო გუნდს, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" მასპინძლობს.

ვინ ვის? აჯობებს სერ ალექს ფერგიუსონის "მანჩესტერი", თუ წარმატებას ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონა" მიაღწევს, ამაზე პასუხი მხოლოდ 28-ში, გვიან საღამოს გვეცოდინება.

სხვათა შორის, ორივე ფინალისტს ჩემპიონთა თასი 3-3 ჯერ აქვს მოგებული - "მანჩესტერმა" 1968, 1999 და 2008 წლებში იმარჯვა, ხოლო "ბარსამ" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული 1992, 2006 და
2009 წლებში მოიგო. ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) ისტორიაში "წითელ ეშმაკუნებს" 228 მატჩი აქვთ გამართული, რომეელთაგან 130 მოიგეს, 43 წააგეს და 55 ფრედ დაასრულეს. "ბარსელონას" რეკორდი ასეთია: 220 მატჩი; 125 მოგება, 42 წაგება და 53 ფრე. როგორც ხედავთ, მაჩვენებელი ორივე გუნდს თითქმის ერთნაირი აქვს, ინგლისელთა მხარეს სულ მცირე, უპირატესობაა.

ფინალში გავიდა ორი საუკეთესო გუნდი უეფა-ს საკლუბო კოეფიციენტების მიხედვითაც - "მანჩესტერი" 151,16 ქულით პირველია, ხოლო "ბარსა" 139,35 ქულით - მეორე.

გზა ფინალამდე

ბარსელონა

დ ჯგუფი

14 სექტემბერი
ბარსელონა-პანათინაიკოსი 5:1

29 სექტემბერი
რუბინი-ბარსელონა 1:1

20 ოქტომბერი
ბარსელონა-კოპენჰაგენი 2:0

2 ნოემბერი
კოპენჰაგენი-ბარსელონა 1:1

24 ნოემბერი
პანათინაიკოსი-ბარსელონა 0:3

7 დეკემბერი
ბარსელონა-რუბინი 2:0

პლეი ოფი

16 თებერვალი
არსენალი-ბარსელონა 2:1

8 მარტი
ბარსელონა-არსენალი 3:1

მეოთხედფინალი
6 აპრილი
ბარსელონა-შახტარი 5:1

12 აპრილი
შახტარი-ბარსელონა 0:1

ნახევარფინალი
27 აპრილი
რეალი-ბარსელონა 0:2

3 მაისი
ბარსელონა-რეალი 1:1

მანჩესტერი

ც ჯგუფი

14 სექტემბერი
მანჩესტერი-რეინჯერსი 0:0

29 სექტემბერი
ვალენსია-მანჩესტერი 0:1

20 ოქტომბერი
მანჩესტერი-ბურსა 1:0

2 ნოემბერი
ბურსა-მანჩესტერი 0:3

24 ნოემბერი
რეინჯერსი-მანჩესტერი 0:1

7 დეკემბერი
მანჩესტერი-ვალენსია 1:1

პლეი ოფი
23 თებერვალი
მარსელი-მანჩესტერი 0:0

15 მარტი
მანჩესტერი-მარსელი 2:1

მეოთხედფინალი
6 აპრილი
ჩელსი-მანჩესტერი 0:1

12 აპრილი
მანჩესტერი-ჩელსი 2:1

ნახევარფინალი
26 აპრილი
შალკე-მანჩესტერი 0:2

4 მაისი
მანჩესტერი-შალკე 4:1

ბარსა ვს მანჩესტერი

27 გოლი 18
8 გაშვება 4
86 დარტყმა 68
76 აცილება 53
55 კუთხური 76
137 ჯარიმა 158
45 თამაშგარე 38
13 გაფრთხ. 12
1 გაძევება 0
62% ბურთის ფლ. 58%

ბარსელონა 2010/11

მეკარეები: ვიქტორ ვალდესი (10 თამაში); ხოსე პინტო (2 თ).
მცველები: დანიელ ალვეში (11 თ, 2 გოლი); ჟერარდ პიკე (11 თ, 1 გ); კარლეს პუიოლი (7 თ); მაქსველი (7 თ); ერიკ აბიდალი (7 თ); ადრიანო (6 თ); გაბრიელ მილიტო (2 თ); ანდრეუ ფონტასი (1 თ); მარკ ბარტრა (1 თ).
ნახევარმცველები: ჩავი ერნანდესი (11 თ, 2 გ); სერხიო ბუსკეტსი (11 თ); ხავიერ მასკერანო (10 თ); ანდრეს ინიესტა (9 თ, 1 გ); სეიდუ კეიტა (9 თ, 1 გ); იბრაჰიმ აფელაი (5 თ); სერხი რობერტო (1 თ); ვიქტორ ვასკესი (1 თ); ტიაგო ალკანტარა (1 თ); ჯონათან დოს სანტოსი (1 თ).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (12 თ, 11 გ); პედრო როდრიგესი (11 თ, 4 გ); დავიდ ვილია (11 თ, 3 გ); ბოიან კრკიჩი (3 თ); ხეფრენ სუარესი (2 თ).

მანჩესტერი 2010/11

მეკარეები: ედვინ ვან დერ სარი (9 თ); ტომაშ კუშჩაკი (2 თ); ბენ ამოსი (1 თ).
მცველები: პატრის ევრა (9 თ); კრის სმოლინგი (9 თ); ნემანია ვიდიჩი (8 თ); რაფაელი (7 თ); ჯონ ოში (6 თ); რიო ფერდინანდი (6 თ); ჯონი ევანსი (3 თ); ვეს ბრაუნი (2თ).
ნახევარმცველები: ნანი (11 თ, 1 გ); მაიკლ ქერიკი (10 თ); ი-სუნ პარკი (8 თ, 1 გ); რაიან გიგზი (7 თ, 1 გ); დარენ ფლეტჩერი (7 თ, 1 გ); ანდერსონი (6 თ, 3 გ); ანტონიო ვალენსია (6 თ, 1 გ); პოლ სქოულზი (6 თ); დარონ გიბსონი (3 თ, 1გ).
თავდამსხმელები: ხავიერ ერნანდესი (8 თ, 4 გ); უეინ რუნი (8 თ, 3 გ); დიმიტარ ბერბატოვი (3 თ); გაბრიელ ობერტანი (3 თ, 1 გ); მაიკლ ოუენი (2 თ); ფედერიკო მაკედა (2 თ); ბებე (1 თ, 1 გ).

* "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი ერთადერთია ორივე ფინალისტს შორის, რომელმაც ლიგაში თორმეტივე თამაშში მიიღო მონაწილეობა. მესიმ 12 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და პრაქტიკულად გაინაღდა ტურნირის ბომაბრდირობა, რადგან უახლოესი კონკურენტები (რომელთაც თამაში კიდევ შეუძლიათ), თანაგუნდელი პედრო და მექსიკელი ხავიერ ერნანდესი 7-7 გოლით ჩამორჩებიან.

* "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეგოლე დიმიტარ ბერბატოვს ამ სეზონის ლიგაში გოლი არ გაუტანია, არადა, 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

* ხოსეპ გვარდიოლამ სეზონში 26 ფეხბურთელი გამოიყენა, ალექს ფერგიუსონმა კი - ერთით მეტი.

* მხოლოდ ლეო მესიმ 11 გოლი გაიტანა სეზონში, მაშინ, როცა მთელმა "იუნაიტედმა" - 18.

* 37 წლის რაიან გიგზს შეუძლია ლიგის ამ გათამაშების საუკეთესო მეპასე გახდეს, ამისთვის მან ფინალში 2 საგოლე პასი უნდა გააკეთოს, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი "ტიტულს" რეალელ მესუთ იოზილთან გაიყოფს.


ცოტა რამ ისტორიიდან
მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა თასმა ფორმატი და სახელი იცვალა, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ. 1994/95 წლების ლიგის გათამაშებაში ისინი ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ინგლისში მატჩი 2:2 დასრულდა, ესპანეთში კი "ბარსამ" გაილაღა, 4:0 მოიგო ჰრისტო სტოიჩკოვის დუბლის წყალობით.
1998-99 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე კვლავ ეს გუნდები გადაეყარნენ ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ ტრიუმფანტებს ლუის ვან გაალის გუნდი ორჯერ 3:3 ეთამაშა, "ბარსა" ჯგუფიდან ვერ გავიდა.
9 წლის შემდეგ ორი კლუბი ლიგის ნახევარფინალში შეიყარა, ორ მატჩში სულ 1 გოლი გავიდა და მისი ავტორი ახლაც თამაშობს "იუნაიტედში" - პოლ სქოულზი.
დაბოლოს, მათი დაპირისპირების გვირგვინი 2009 წლის რომაული ფინალი იყო. სამუელ ეტოოსა და ლეო მესის გოლების წყალობით კატალონიელებმა 2:0 იმარჯვეს და თასი მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული