შეგახსენებთ, რომ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მოურინიო ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩა. პორტუგალიელის მინიშნებით, უეფაში კონსპირატიულ გადაწყვეტილებებს კატალონიელთა სასიკეთოდ განზრახ იღებენ.
ამასთან დაკავშირებით უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა იმსჯელა და ესპანური გამოცემის ცნობით, მწვრთნელის შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა გადაწყვიტა.
ამის შესახებ ოფიციალურად დღეს, 6 მაისს უნდა გამოცხადდეს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით