Marca: მოურინიო შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა "მარკას" ცნობით, უეფამ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მოურინიო ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩა. პორტუგალიელის მინიშნებით, უეფაში კონსპირატიულ გადაწყვეტილებებს კატალონიელთა სასიკეთოდ განზრახ იღებენ.

ამასთან დაკავშირებით უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა იმსჯელა და ესპანური გამოცემის ცნობით, მწვრთნელის შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა გადაწყვიტა.

ამის შესახებ ოფიციალურად დღეს, 6 მაისს უნდა გამოცხადდეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
...ხომ არ ჯობდა მოურინიოს ლანძღვოს მაცვ;ად მის მიერ მოხვეჭო; ტიტულების ჩამოთვლაზე გაგემახვილებინატ ყურადღება.სირცხვილია ჟღვინტიანი ვაი პროფესიონალები გენიოსს რომ აფასებენ... ისე კი ინტერნეტი სცორედ მათთვისაა ...მოურინიო უდიდესი მცვრთნელია და ეს უსახური ინტერიტაც დაამტკიცა..ნახეტ მოურინიოს რეალი გაისად!
oldcoyot
01:01 07-05-2011
0
"მაგარი" კაცია,იმ სფეროში სადაც საქმიანობ ყველას რომ თავი შეაზიზღო ასე მოკლე დროში მონდომება უნდა,ვილირეალთან თამაშის დროს,რეალის გოლი ვილირეალის სათადარიგო სკამის წინ რომ იზეიმა და ბოთლი ესროლეს,ამის გამკეთებელი ს..ი ვინმეს პროვოკატორობაზე რომ დაიცყებს ლაპარაკს...მაურინიოს ხელში რომ არის ასეთი უხეში და ულამაზოდ მოთამაშე რეალი მე არ მახსოვს.
dabereka
21:04 06-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული