Marca: მოურინიო შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა "მარკას" ცნობით, უეფამ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ მოურინიო ხმამაღალი განცხადებებით გამოირჩა. პორტუგალიელის მინიშნებით, უეფაში კონსპირატიულ გადაწყვეტილებებს კატალონიელთა სასიკეთოდ განზრახ იღებენ.

ამასთან დაკავშირებით უეფას დისციპლინარულმა კომიტეტმა იმსჯელა და ესპანური გამოცემის ცნობით, მწვრთნელის შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა გადაწყვიტა.

ამის შესახებ ოფიციალურად დღეს, 6 მაისს უნდა გამოცხადდეს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაურინიო შემოქმედებითი და ლამაზი ფეხბურთის მიმდევარი მწვრთნელი არასდროს არ ყოფილა... ამასთან ერთად ის უზრდელი და არაკაცია...
თემური
18:02 06-05-2011
0
მაურინიო უზრდელი და არაკაცია... მისი გუნდი ლამაზ ფეხბურთს ვერასდროს ვერ ითამაშებს....
თემური
18:04 06-05-2011
0

სიახლეები პოპულარული