ბუსკეტსს ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამოტოვება ემუქრება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა ტონი ფრეიშამ განაცხადა, რომ "ბლაუგრანას" ნახევარმცველს სერხიო ბუსკეტსს მადრიდის "რეალის" მცველის მარსელოსთვის რასისტული, შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიუმართავს.

საუბარია ორ გრანდს შორის ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩზე.

ფრეიშას თქმით, ბუსკეტსი ირწმუნება, რომ მისი ტუჩების მოძრაობას არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს. მარსელო კი ამბობს, რომ ბუსკეტსმა მას მაიმუნი უწოდა.

"რეალის" განცხადების საფუძველზე უეფამ ბუსკეტსსთან დაკავშირებით დისციპლინარული გამოძიება დაიწყო. "ბარსას" ჰავბეკს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება და 28 მაისს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც გამოტოვებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული