უეფამ მადრიდის "რეალის საჩივარი მართებულად არ მიიჩნია, რომელიც "ბარსელონას" ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსს ეხებოდა. "სამეფო კლუბი" ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩში რასისტულ გამოხდომებს სწამებდა – თითქოს ბუსკეტსმა ფერადკანიანი მარსელო შეურაცხყო.
ბუსკეტს ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა უეფამ "ბარსელონას" სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და საქმე დახურა.
ამრიგად, ბუსკეტსი ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც 28 მაისს ლონდონში გაიმართება.