დარენ ფლეტჩერი: "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზად ვარ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი ამტკიცებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა.

"ვგრძნობ, რომ სათამაშოდ მზად ვარ. "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო გუნდში რამდენიმე თამაში ჩავატარე, რომელსაც უფრო რთულად მივიჩნევ, რადგან მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენა ყველას სურს.

ასევე მნიშვნელოვანი იყო "ბლექპულთან" 90 წუთი თამაში, მაგრამ მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა ითამაშოს. უბრალოდ, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ბევრი შესანიშნავი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებენ", - განაცხადა ფლეტჩერმა.

ომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული