"ვგრძნობ, რომ სათამაშოდ მზად ვარ. "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო გუნდში რამდენიმე თამაში ჩავატარე, რომელსაც უფრო რთულად მივიჩნევ, რადგან მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენა ყველას სურს.
ასევე მნიშვნელოვანი იყო "ბლექპულთან" 90 წუთი თამაში, მაგრამ მე არ ვწყვეტ, ვინ უნდა ითამაშოს. უბრალოდ, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ბევრი შესანიშნავი მოთამაშე გვყავს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლებენ", - განაცხადა ფლეტჩერმა.
მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით