სამუელ ეტოო: იმედი მაქვს "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოიგებს

AutoSharing Option
კამერუნის ნაკრების ფეხბურთელის აზრით, "უემბლის" ფინალი საოცარი იქნება და ჩემპიონთა ლიგის თასს მისი ყოფილი გუნდი აღმართავს.

სამუელ ეტოო იმედოვნებს, რომ მისი ყოფილი კლუბი, "ბარსელონა" შაბათს საღამოს "უემბლიზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაამარცხებს.

"ინტერის" ფორვარდისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტიტული უცხო არაა - ორჯერ "ბარსელონას" შემადგენლობაში მოუგია და ერთხელ "ინტერის".

მან 2009 წლის რომის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა და იმედოვნებს, რომ კატალონიელებისთვის ისტორია განმეორდება.

"ფინალში "ბარსელონას" ვუგულშემატკივრებ, რადგან იქ კარგი მეგობრები მყავს. ასე რომ, ჩემი გული მათთან იქნება.

დიდი იმედი
მაქვს, რომ "ბარსელონა მოიგებს. მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება. 2009 წლის ფინალის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედიც" გაძლიერდა და "ბარსელონაც". იმედი მაქვს, საოცარი ფინალი იქნება", - თქვა ეტოომ.

შემდეგ ეტოომ ლიონელ მესი ახსენა და თქვა, რომ "ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია".

კამერუნელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხავიერ ერნანდესიც შეაქო და დასძინა, რომ ის ბრწყინვალე სეზონს ატარებს.

"იმედი მაქვს ის ფინალში თამაშით სიამოვნებას მიიღებს, რადგან ეს სეზონის დასასრულის საჩუქარია და არავინ იცის, კიდევ როდის მიეცემა ასეთი შანსი", - თქვა ეტოომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული