სამუელ ეტოო იმედოვნებს, რომ მისი ყოფილი კლუბი, "ბარსელონა" შაბათს საღამოს "უემბლიზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაამარცხებს.
"ინტერის" ფორვარდისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტიტული უცხო არაა - ორჯერ "ბარსელონას" შემადგენლობაში მოუგია და ერთხელ "ინტერის".
მან 2009 წლის რომის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა და იმედოვნებს, რომ კატალონიელებისთვის ისტორია განმეორდება.
"ფინალში "ბარსელონას" ვუგულშემატკივრებ, რადგან იქ კარგი მეგობრები მყავს. ასე რომ, ჩემი გული მათთან იქნება.
დიდი იმედი
შემდეგ ეტოომ ლიონელ მესი ახსენა და თქვა, რომ "ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია".
კამერუნელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხავიერ ერნანდესიც შეაქო და დასძინა, რომ ის ბრწყინვალე სეზონს ატარებს.
"იმედი მაქვს ის ფინალში თამაშით სიამოვნებას მიიღებს, რადგან ეს სეზონის დასასრულის საჩუქარია და არავინ იცის, კიდევ როდის მიეცემა ასეთი შანსი", - თქვა ეტოომ.