ბილეთი "უემბლიზე" თუ პაემანი სუპერმოდელთან?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა სპონსორმა "ჰეინიკენმა" საერთაშორისო კვლევა ჩაატარა, რომელშიც მსოფლიოს 15 ქვეყნის 5638 მამაკაცი მონაწილეობდა. გამოკითხვისას აღმოჩნდა, რომ მათგან უმეტესობას სუპერმოდელთან პაემანს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალზე დასწრება ურჩევნია.

კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეორე მამაკაცი სიამოვნებით გადადებს პაემანს ისეთ ქალთანაც კი, როგორიც ბრაზილიელი მოდელი ადრიანა ლიმაა, ოღონდ კი "უემბლიზე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში საყვარელი გუნდის გამარჯვების მომსწრე გახდეს.

ახალი არაა, რომ ფეხბურთისადმი მამაკაცური ვნება მათი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე დიდ გავლენას ახდენს. გამოკითხვის შედეგად დადგინდა იმ მოვლენათა ჩამონათვალი, რასაც მამაკაცთა დიდი
ნაწილი ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანახავად უკანა პლანზე გადაწევდა. მათ შორის აღმოჩნდა: მეგობრებში ქეიფი, საცოლის მშობლების გაცნობა, მნიშვნელოვანი შეხვედრა ბოსთან და საჭირო ვიზიტი ექიმთან.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით, "ჰეინიკენი" მომავალ საპატარძლოებს ურჩევს, ქორწილის დღე ჩემპიონთა ლიგის ფინალს არაფრით დაამთხვიონ, რადგან ყოველი მეხუთე ესპანელი და ბრაზილიელი მამაკაცი მზადაა, საკუთარი ქორწილიც კი გააცდინოს, რათა საყვარელი გუნდის თამაშს უყუროს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული