ტრაპატონიმ "ბარსა"-მანჩესტერი" გააანალიზა

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" შორის შაბათს გაიმართება, საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ეს ის ფინალია, რომელშიც ევროპის ორი უძლიერესი გუნდი ითამაშებს. ტექნიკური თვალსაზრისით, გუნდები განსხვავებული სტილისანი არიან – ძალიან ძლიერი ანგლოსაქსონური გუნდი ბრწყინვალე ტექნიკის მქონე კატალონიელთა წინააღმდეგ.

"მანჩესტერ იუნაიტედს" აშკარად გამოხატული ინგლისური ხასიათი აქვს, გარდა იმისა რომ უნიჭიერესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, გუნდს უმძიმესი ბრძოლის გადატანაც ძალუძს. მეორე მხარეს "ბარსელონაა", რომელიც შთამბეჭდავ თამაშს აჩვენებს.

ვფიქრობ, თუკი კატალონიელები საკუთარ ფეხბურთს ითამაშებენ, გამარჯვებასაც მოიპოვებენ, თუმცა საკუთარი
გამოცდილებით ვიცი, რომ მატჩის 90 წუთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ასეთი მაღალი დონის თამაშში მატჩის ბედი სულ მცირე შეცდომამ ან კონცენტრაციის წამიერმა დაკარგვამაც გამოიწვიოს. ორივე გუნდისთვის უმთავრესი სათანადოდ განწყობა იქნება. ერთია, როცა საკუთარი თავის ბოლომდე გწამს და სხვაა - როცა შეცდომის დაშვებისა გეშინია.

სერ ალექსის ანგარიშზე ტიტულები მრავლადაა და მისთვის ასეთი დონის თამაში უცხო არაა. მას ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს და ეს, მერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ფერგიუსონი კარგად იცნობს თავისი ფეხბურთელების ხასიათსა და თვისებებს. მის წინააღმდეგ ახალგაზრდა და ენერგიული გვარდიოლა დგას, რომელიც მართალია, გამოცდილებით ჩამოუვარდება მეტოქეს, მაგრამ სამაგიეროდ ბრწყინვალე გუნდს ხელმძღვანელობს და თან, არასდროს ვარდება პანიკაში".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული