"მანჩესტერი"-"ბარსელონას" მატჩს უნგრელი ვიქტორ კაშაი განსჯის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" შორის  ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს, ვიქტორ კაშაის ხელმძღვანელობით, უნგრელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

აღსანიშნავია, რომ უნგრელი არბიტრი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის და გერმანიის ნახევარფინალურ შეხვედრას სჯიდა, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კი "ინტერი"-"ბაიერნის" მერვედფინალურ მატჩს მსაჯობდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს, ლონდონში, სტადიონ "უემბლიზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული