მასიმილიანო ალეგრი: დაძაბულ მატჩს ველი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ "მილანის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა, თუ რას ელის ხვალინდელი "ბარსელონას" და "მანჩესტერ" იუნაიტედის" დაპირისპირებისგან.

"მილანში" მუშაობის პირველივე წელს ალეგრიმ "როსონერის" შვიდწლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა მოაპოვებინა. თუმცა ჩემპიონთა ლიგაში მილანელებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს და 1/8 ფინალი "ტოტენჰემთან" დათმეს.

"დაძაბულ მატჩს ველი. ორივე გუნდის შემადგენლობაში მაღალი კლასის ფეხბურთელები გამოდიან, ამიტომ ვფიქრობ, ბევრ გოლს ვიხილავთ. "ბარსელონაც" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ძლიერი გუნდური თამაშით გამოირჩევიან. მათ ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავთ, თუმცა გუნდურადაც ძლიერები არიან.

ამ სეზონში ყველაზე მეტად ლიონელ მესი და
უეინ რუნი მომეწონა. ვფიქრობ, ისინი ფინალშიც მთავარი მოქმედი პირები იქნებიან. ამასთან, მიმაჩნია, რომ მატჩს ნახევარდაცვა მოიგებს. ის გაიმარჯვებს, ვინც მოედნის შუაგულში უფრო ძლიერი იქნება", - მიიჩნევს "მილანის" თავკაცი.

მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული