ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ "მარსელის" თავკაცმა დიდიე დეშამმა ისაუბრა, თუ რას ელის შაბათს "უემბლიზე" გასამართი "ბარსელონას" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩისგან.
დიდიე დეშამის "მარსელი" ჩემპიონთა ლიგას 1/8 ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოთიშა. დეშამს ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთელობისას 1993 წელს "მარსელში" და 1996 წელს "იუვენტუსში" მოუგია. 2004 წელს კი ფინალში "მონაკო" გაიყვანა.
"ეს ტურნირი მიყვარს, "მარსელში" და "იუვენტუსში" მისი მოგება შესანიშნავი იყო. ჩემპიონთა ლიგა ევროპის საუკეთესო კლუბებთან დაპირისპირების საშუალებას იძლევა.
"ბარსელონა" და "მანჩესტერი" ორი უდიდესი გუნდია. მათ თამაშის განსხვავებული მანერა აქვთ, მაგრამ იდეა
და მიზანი ერთია: მათ სურთ ბურთს რაც შეიძლება დიდხანს ფლობდნენ. "ბარსელონა" ამას უფრო სანახაობრივად აკეთებს, "მანჩესტერი" უფრო ორგანიზებულად. ინგლისელები, კატალონიელებისგან განსხვავებით ზეწოლას არ უფრთხიან. მათ შეუძლიათ საკუთარი კარიდან 30 მეტრში იდგნენ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდნონ. როგორც წესი მათი კონტრშეტევი ძალიან სახიფათოა", - თქვა "მარსელის" თავკაცმა.
მომზადებულია eurosport.ru-ს მიხედვით