ჩემპიონთა ლიგის ფინალის ვარკსვლავებს სახელობითი ბუცები მოუმზადეს

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ხუთ მონაწილეს სპეციალურად ამ მატჩისთვის სახელობითი ბუცები მოუმზადეს.

ეს მოთამაშეები "ბარსელონადან" კარლეს პუიოლი, ჟერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა, პედრო როდრიგესი, "მანჩესტერ იუნიტედიდან" კი ფორვარდი უეინ რუნი გახდნენ.

თითოეულ ბუცს ფეხბურთელთა სახელები აწერია (რუნის შემთხვევაში მისი ინიციალები), ინიესტას ბუცებზე კი ასევე მის ქალიშვილის - ვალერიას სახელია წარწერილი. ამას გარდა, ფეხბურთელთა ფეხსაცმელზე ჩემპიონთა ლიგის თარიღი (2011 წლის 28 მაისი) და მონაწილე გუნდების სახელებია მითითებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული