რუნი: არ გამიკვირდება, თუ დღეს გამარჯვების გოლს ჩიჩარიტო შეაგდებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ, "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ, თავდასხმის ხაზში თავის მეწყვილე ხავიერ ერნანდესისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"არ მგონია, რომ ვინმე მისგან ასეთ წარმატებულ სეზონს მოელოდა. თუმცა, მან ძალიან ბევრი იშრომა და გუნდის ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა. ახლა ის მუდმივად თამაშობს და იტანს ბევრ გოლს. არ გამიკვირდება, თუკი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გადამწყვეტ ბურთსაც შეაგდებს.

ჩიჩო - საოცარი ბიჭია. ვარჯიშებზე თავს არ ზოგავს. ხშირად ჩვენ ერთი ერთზე ვრჩებით და გარკვეულ ეპიზოდებს ვამუშავებთ. ერნანდესს დიდი მომავალი აქვს", -
განაცხადა რუნიმ მანჩესტერული კლუბის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული