ჩავი: "მანჩესტერ იუნაიტედზე" გაცილებით ძლიერად ვითამაშეთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავიმ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მთლიანად დაჯაბნა.

"ჩემპიონთა ლიგის მოგება სამჯერ ექვსი წლის განმავლობაში ბრწყინვალე შედეგია. გვსურს ასევე გავაგრძელოთ.

"მანჩესტერ იუნაიტედზე" გაცილებით ძლიერად ვითამაშეთ. ვფიქრობ, რაღაც საოცარი გავაკეთეთ და ამან სიამოვნება მოგვანიჭა.

ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ვდომირებდით, ბურთს ვფლობდით, მეტოქეს კარის ჩარჩოში მხოლოდ ერთი დარტყმის საშუალება მივეცით, მოედანზე თავს კომფორტულად ვგრძნობდით.

რაც შეეხება პუიოლის საქციელს, რომელმაც კაპიტნის სამკლავური დაჯილდოების დროს აბიდალს გადასცა, ვფიქრობ, ერიკმა ეს დაიმსახურა", - განუცხადა ჩავიმ "AS"-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსამ დაიმსახურა რა მაგადია ბარსა ვივა ბარსა
dati
18:02 29-05-2011
0

სიახლეები პოპულარული