ქართველთა ევროპული გზა

AutoSharing Option
ევროპის ყველა ქვეყანაში ეროვნული ჩემპიონატის მთავარი ლიგა დასრულდა და გამოვლინდნენ ევროტურნირების მონაწილე კლუბები. ამას წინათ ევროთასების თემაზე სტატია შემოგთავაზეთ და ქართული კლუბების პოტენციურ მეტოქეებზე გიამბეთ, მაგრამ მაშინ მხოლოდ იმის თქმა შეგვეძლო, რომელი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეგვეძლო დაპირისპირება, ახლა კი საევროთასო კონტურები და საქართველოს წარმომადგენელთა მიერ გასავლელი გზა გაცილებით უფრო მკაფიოდ ჩანს.

დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც საქართველოს "ზესტაფონი" წარმოადგენს. საერთოდ, ევროთასებზე განთესვისას მნიშვნელობა ენიჭება როგორც ქვეყნის, ასევე კონკრეტული კლუბის რეიტინგს. "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და თუ ცოტა ხნის წინ
ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ფეროელები იქ განთესილნი იქნებოდნენ, ახლა შეგვიძლია გაუწყოთ, რომ "ზესტაფონს" ეს პრივილეგია ერგო. საქმე ისაა, რომ საქართველოზე მაღალრეიტინგიან რამდენიმე ქვეყანაში ჩემპიონი ისეთი კლუბი გახდა, რომელსაც ბოლო წლებში ევროსარბიელზე განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია და შედეგად, მათ "ზესტაფონმა" გადაუსწრო.

გია გეგუჩაძის გუნდის სავარაუდო მეტოქეების სია მეორე ეტაპზე არცთუ ავტორიტეტულია: "დაჩია" (მოლდოვა), "პიუნიკი" (სომხეთი), "ბორაჩი" (ბოსნია), "მოგრენი" (ჩერნოგორია), "სკონტო" (ლატვია), "ფეჰერვარი" (უნგრეთი), "ბანგორ სიტი" (უელსი), "ტორსჰავნი" (ფარერები), "ლინფილდი" (ჩრდილოეთYირლანდია), "ტობოლი" (ყაზახეთი), "ფლორა" (ესტონეთი), "ბრეიდაბლიკი" (ისლანდია), "ნეფთჩი" (აზერბაიჯანი), "შკენდია" (მაკედონია), "შკენდერბეუ" (ალბანეთი). ასევე პირველი ეტაპის ორ წყვილში გამარჯვებულები, რომლებიც ამ ოთხი კლუბის ორ წყვილად გაყოფისა და ორმატჩიანი დაპირისპირებების შედეგად გამოვლინდება: "დუდელანჟი" (ლუქსემბურგი), "ვალეტა" (მალტა), "სანტა კოლომა" (ანდორა), "ტრე ფიორი" (სან მარინო).

ბუნებრივია, ამ სიაშიც შეხვდებით სასურველ და ნაკლებად სასურველ მეტოქეებს, მაგრამ ფაქტია, "ზესტაფონი" ნებისმიერ შემთხვევაში უფრო კომფორტულ მდგომარეობაში იქნება, ვიდრე საქართველოს ყოფილი ჩემპიონები, რომლებიც წინა წლებში ბრძოლას ამ ეტაპზევე ასრულებდნენ.

მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში კი "ზესტაფონი" მესამე რაუნდში უკვე განუთესავი იქნება, მაგრამ უშანსოდ არც განთესილებთან უნდა იყოს. აქ პოტენციური მოწინააღმდეგეები არიან: "რეინჯერსი" (შოტლანდია), "კოპენჰაგენი" (დანია), ბატე (ბელარუსი), ჰაიფას "მაქაბი" (ისრაელი), "დინამო" (ხორვატია), "რუსენბორგი"
(ნორვეგია), "პარტიზანი" (სერბეთი), აპოელ (კვიპროსი), "ვისლა" (პოლონეთი), "შტურმი" (ავსტრია).

პლეი ოფში კი, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მოსდევს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულები დაწყვილდებიან.

"ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი 12 ან 13 ივლისს ექნება და ამის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპების მატჩები თითოკვირიანი ინტერვალებით გაიმართება.
გადავინაცვლოთ ევროპის ლიგაზე, სადაც საქართველოს სამი წარმომადგენელი ეყოლება. ჩემპიონატის პრიზიორები, თბილისის "დინამო" და რუსთავის "ოლიმპი" ბრძოლას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ, თასის მფლობელი "გაგრა" კი მეორიდან. უკეთესი რეიტინგის წყალობით "დინამო" პირველ ეტაპზეც განთესილია და მეორეზეც, "ოლიმპი" მხოლოდ პირველ რაუნდშია განთესილი, ევროთასების დებიუტანტი "გაგრა" კი მეორე ეტაპზე განუთესავის სტატუსითაა დაშვებული.

პირველ ეტაპზე "დინამოსა" და "ოლიმპის" შესაძლო მეტოქეები არიან: "გლენტორანი", "კლიფტონვილი" (ორივე - ჩრდილოეთ ირლანდია), "მილსამი" (მოლდოვა), "ბანგა" (ლიტვა), "დაუგავა" (ლატვია), "ოლიმპია" (სლოვენია), "ფლამურტარი", "ვლაჟნია" (ორივე - ალბანეთი), "ნარვა", "კალიუ" (ორივე - ესტონეთი), აზალ (აზერბაიჯანი), "ირტიში", "შახტიორი" (ორივე - ყაზახეთი), "ზეტა" (ჩერნოგორია), "ბანანცი", "ულისი" (ორივე - სომხეთი), "ვესტმანაიეარი" (ისლანდია), "რუნავიკი", "ფუგლაფიორდური" (ორივე - ფარერები), "ტრე პენე" (სან მარინო), "ნითი" (უელსი), "კერინგი", "ფოლა ეში" (ორივე - ლუქსემბურგი), "ლუსიტანოსი", "სანტა კოლომა" (ორივე - ანდორა).

"დინამოს" სავარაუდო მოწინააღმდეგეები მეორე ეტაპზე: "შახტიორი", "მინსკი" (ორივე - ბელარუსი), "ვროცლავი"P(პოლონეთი), "ჰაფნარფიორდური", "რეიკიავიკი" (ორივე - ისლანდია), "მეტალურგსი" (ლატვია), "რადი" (სერბეთი), "იორებრო", "ჰაკენი" (ორივე - შვედეთი), "ჟელეზნიჩარი", "შიროკი ბრიეგი" (ორივე - ბოსნია), "ისკრა-სტალი" (მოლდოვა), "სუდუვა", "ტაურასი" (ორივე - ლიტვა), "ნიუ საინთსი", "ლანელი" (ორივე - უელსი), "ვადუცი" (ლიხტენშტაინი), ტპს, კუპს (ორივე - ფინეთი), "რენოვა", "მეტალურგი) (ორივე - მაკედონია), "ტირანა" (ალბანეთი), "კოპერი", "დომჟალე" (ორივე - სლოვენია), "ბუდუჩნოსტი", "რუდარი" (ორივე - ჩერნოგორია), "ბირკირკარა" (მალტა), "კეშკემეტი", "პაკსი", "ფერენცვაროში" (სამივე - უნგრეთი), "სანტ ხულია" (ანდორა), "სტრეიმური" (ფარერები), "ხაზარი" (აზერბაიჯანი), "დიფერდანჟი" (ლუქსემბურგი), "მიკა" (სომხეთი), "კრუზეიდერსი" (ჩრდილოეთ ირლანდია), "ჟუვენესი" (სან მარინო), "ფლორიანა" (მალტა).
"ოლიმპისა" და "გაგრას" პოტენციური მეტოქეები მეორე ეტაპზე: "ფულჰემი" (ინგლისი), "დინამო" (რუმინეთი), "ზალცბურგი", "აუსტრია" (ორივე - ავსტრია), "ანორთოსისი", აეკ (ორივე - კვიპროსი), "ჟილინა", "სპარტაკი" (ორივე - სლოვაკეთი), "ნასიონალი" (პორტუგალია), "ვორსკლა" (უკრაინა), "შერიფი" (მოლდოვა), "ელფსბორგი" (შვედეთი), "დენ ჰააგი" (ჰოლანდია), "ლოკომოტივი" (ბულგარეთი), "გაზიანთეფი" (თურქეთი), "ოლიმპიაკოს ვოლოსი" (საბერძნეთი), "დანდი იუნაიტედი" (შოტლანდია), "ბნეი იეჰუდა" (ისრაელი), "მიდტიულანდი" (დანია), თელ ავივის "მაქაბი" (ისრაელი), "ვესტერლო" (ბელგია), "იაბლონეცი" (ჩეხეთი), "ვენტსპილსი" (ლატვია), "თუნი" (შვეიცარია), "ვალერენგა", "ტრომსო", "ოლესუნდი" (სამივე - ნორვეგია), "სენტ პატრიკსი", "ბოჰემიანსი" (ორივე - ირლანდია), "ყარაბახი" (აზერბაიჯანი), "იაგელონია" (პოლონეთი), "რაბოტნიჩკი" (მაკედონია), "აქტობე" (ყაზახეთი), "ვოივოდინა" (სერბეთი), "სარაევო" (ბოსნია), "ჰონკა" (ფინეთი), "ლევადია" (ესტონეთი), "სპლიტი", "ვარაჟდინი" (ორივე - ხორვატია).

მესამე ეტაპის სავარაუდო მეტოქეებზე მოგვიანებით ვიმსჯელოთ. ევროპის ლიგა 30 ივნისს დაიწყება, ევროტურნირებზე ყველა ქართული კლუბის მეტოქე კი 20 ივნისს გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული