უემბლი 2013

AutoSharing Option
ახლა, ინგლისურ პრესაში ერთმანეთს ეჯიბრებიან - არა, ჩვენ გაუწყეთ პირველებმა და არა, ჩვენო. ფაქტი კი ის არის, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2013 წლის ფინალი კვლავ „უემბლის“ უძღვნა.

როგორც ჩანს, 28 მაისს, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრას ლონდონელებმა მართლაც საუცხოოდ უმასპინძლეს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ 2013 წელს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას დაარსებიდან 150 წელი უსრულდება.

ამის შესახებ ასოციაციამ აღმასკომის სხდომის შემდეგ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაგრამ ის, რომ უეფას 2013 წლის ფინალის „უემბლიზე“ დანიშვნა ჰქონდა გადაწყვეტილი, ადრეც გვეწერა. მაშინვე მოგახსენეთ, რომ
28 მაისის შეხვედრამ არნახული კომერციული მოგება მოიტანა, მაგრამ უეფას მხოლოდ ეს არ მოსწონებია. ფინალის ორგანიზაცია ყოველმხრივ შეფასდა და ითქვა, რომ ბოლო 20 წელიწადში ასეთი გამართული ღონისძიება არ ჩატარებულა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე დევიდ ბერნსტაინი: „ბედნიერები ვართ. რასაკვირველია, ძალიან უცნაურია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სამ წელიწადში ორჯერ ერთსა და იმავე სტადიონზე რომ გაიმართება, მაგრამ „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ წლევანდელმა თამაშმა ისეთი წარმატება მოიტანა, რომ უეფამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა „უემბლის“. ამ სტადიონს თანამშრომელთა საოცარი გუნდი რომ უვლის იქიდანაც ჩანს, რომ სარბიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ორ დღეში ჩემპიონშიპის პლეი-ოფის თამაშებს უმასპინძლა“.

2013 წლის ფინალი „უემბლისთვის“ მეშვიდე იქნება. წინა ფინალები ჩატარდა 1963, 1968, 1971, 1978, 1992 და 2011 წლებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული