დღეს ქართული ოთხეულის გზა გამოჩნდება

AutoSharing Option
დღეს,20 ივნისს ნიონში, უეფას შტაბბინაში, თბილისის 14 და 15 საათზე, შესაბამისად ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საწყისი ორი ეტაპის წილისყრა გაიმართება.

როგორც იცით, "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და განთესილი იქნება.

საქართველოს ჩემპიონთა სავარაუდო მეტოქეების სია ასეთია: "დაჩია" (მოლდოვა), "პიუნიკი" (სომხეთი), "ბორაჩი" (ბოსნია), "მოგრენი" (ჩერნოგორია), "სკონტო" (ლატვია), "ფეჰერვარი" (უნგრეთი), "ბანგორ სიტი" (უელსი), "ტორსჰავნი" (ფარერები), "ლინფილდი" (ჩრდილოეთYირლანდია), "ტობოლი" (ყაზახეთი), "ფლორა" (ესტონეთი), "ბრეიდაბლიკი" (ისლანდია), "ნეფთჩი" (აზერბაიჯანი), "შკენდია" (მაკედონია), "შკენდერბეუ" (ალბანეთი), ასევე პირველი ეტაპის
ორ წყვილში გამარჯვებულები, რომლებიც ამ ოთხი კლუბის ორ წყვილად გაყოფისა და ორმატჩიანი დაპირისპირებების შედეგად გამოვლინდება: "დუდელანჟი" (ლუქსემბურგი), "ვალეტა" (მალტა), "სანტა კოლომა" (ანდორა), "ტრე ფიორი" (სან მარინო).

როგორც ხედავთ, აქ უმეტესად სუსტი საფეხბურთო ქვეყნების კლუბები არიან წარმოდგენილნი, მაგრამ არის რამდენიმე გამონაკლისი და, შესაბამისად, არასასურველი მეტოქეც. მეორე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში "ზესტაფონი" მესამე რაუნდში განუთესავი იქნება.

"ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი 12 ან 13 ივლისს ექნება, განმეორებით მატჩს კი ერთ კვირაში ჩაატარებს.

ევროპის ლიგაზე საქართველოს სამი წარმომადგენელი ეყოლება. ჩემპიონატის პრიზიორები, თბილისის "დინამო" და რუსთავის "მეტალურგი" ბრძოლას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებენ, თასის მფლობელი "გაგრა" კი - მეორიდან. უკეთესი საკლუბო რეიტინგის წყალობით "დინამო" პირველ ეტაპზეც განთესილია და მეორეზეც, "მეტალურგი" მხოლოდ პირველ რაუნდშია განთესილი, ევროთასების დებიუტანტი "გაგრა" კი მეორე ეტაპზე განუთესავის სტატუსით ითამაშებს.
პირველ ეტაპზე "დინამოსა" და "მეტალურგის" სავარაუდო მეტოქეები არიან: "გლენტორანი", "კლიფტონვილი" (ორივე - ჩრდილოეთ ირლანდია), "მილსამი" (მოლდოვა), "ბანგა" (ლიტვა), "დაუგავა" (ლატვია), "ოლიმპია" (სლოვენია), "ფლამურტარი", "ვლაჟნია" (ორივე - ალბანეთი), "ნარვა", "კალიუ" (ორივე - ესტონეთი), აზალ (აზერბაიჯანი), "ირტიში", "შახტიორი" (ორივე - ყაზახეთი), "ზეტა" (ჩერნოგორია), "ბანანცი", "ულისი" (ორივე - სომხეთი), "ვესტმანაიეარი" (ისლანდია), "რუნავიკი", "ფუგლაფიორდური" (ორივე - ფარერები), "ტრე პენე" (სან მარინო), "ნითი" (უელსი), "კერინგი", "ფოლა ეში" (ორივე - ლუქსემბურგი), "ლუსიტანოსი", "სანტა კოლომა" (ორივე - ანდორა).

"დინამოს" შესაძლო მოწინააღმდეგეები მეორე ეტაპზე: "შახტიორი", "მინსკი" (ორივე - ბელარუსი), "ვროცლავი"P(პოლონეთი), "გაზ მეთანი" (რუმინეთი), "ჰაფნარფიორდური", "რეიკიავიკი" (ორივე - ისლანდია), "მეტალურგსი" (ლატვია), "რადი" (სერბეთი), "იორებრო", "ჰაკენი" (ორივე - შვედეთი), "ჟელეზნიჩარი", "შიროკი ბრიეგი" (ორივე - ბოსნია), "ისკრა-სტალი" (მოლდოვა), "სუდუვა", "ტაურასი" (ორივე - ლიტვა), "ნიუ საინთსი", "ლანელი" (ორივე - უელსი), "ვადუცი" (ლიხტენშტაინი), ტპს, კუპს (ორივე - ფინეთი), "რენოვა", "მეტალურგი) (ორივე - მაკედონია), "ტირანა" (ალბანეთი), "კოპერი", "დომჟალე" (ორივე - სლოვენია), "ბუდუჩნოსტი", "რუდარი" (ორივე - ჩერნოგორია), "ბირკირკარა" (მალტა), "კეშკემეტი", "პაკსი", "ფერენცვაროში" (სამივე - უნგრეთი), "სანტ ხულია" (ანდორა), "სტრეიმური" (ფარერები), "ხაზარი" (აზერბაიჯანი), "დიფერდანჟი" (ლუქსემბურგი), "მიკა" (სომხეთი), "კრუზეიდერსი" (ჩრდილოეთ ირლანდია), "ჯუვენესი" (სან მარინო), "ფლორიანა" (მალტა).

"მეტალურგისა" და "გაგრას" პოტენციური მეტოქეები მეორე ეტაპზე: "ფულჰემი" (ინგლისი), "დინამო" (რუმინეთი), "ზალცბურგი", "აუსტრია" (ორივე - ავსტრია), "ანორთოსისი", აეკ (ორივე - კვიპროსი), "ჟილინა", "სპარტაკი" (ორივე - სლოვაკეთი), "ნასიონალი" (პორტუგალია), "ვორსკლა" (უკრაინა), "შერიფი" (მოლდოვა), "ელფსბორგი" (შვედეთი), "დენ ჰააგი" (ჰოლანდია), "ლოკომოტივი" (ბულგარეთი), "გაზიანთეფი" (თურქეთი), "ოლიმპიაკოს ვოლოსი" (საბერძნეთი), "დანდი იუნაიტედი" (შოტლანდია), "ბნეი იეჰუდა" (ისრაელი), "მიდტიულანდი" (დანია), თელ ავივის "მაქაბი" (ისრაელი), "ვესტერლო" (ბელგია), "იაბლონეცი" (ჩეხეთი), "ვენტსპილსი" (ლატვია), "თუნი" (შვეიცარია), "ვალერენგა", "ტრომსო", "ოლესუნდი" (სამივე - ნორვეგია), "სენტ პატრიკსი", "ბოჰემიანსი" (ორივე - ირლანდია), "ყარაბახი" (აზერბაიჯანი), "იაგელონია" (პოლონეთი), "რაბოტნიჩკი" (მაკედონია), "აქტობე" (ყაზახეთი), "ვოივოდინა" (სერბეთი), "სარაევო" (ბოსნია), "ჰონკა" (ფინეთი), "ლევადია" (ესტონეთი), "სპლიტი", "ვარაჟდინი" (ორივე - ხორვატია).

დაგვეთანხმებით, ამ ჩამონათვალიდან გამომდინარე, "დინამოს" ორი ეტაპის გადალახვის ჩინებული შანსი აქვს, "მეტალურგსა" და "გაგრას" კი მეორე რაუნდში დიდი ჯაფა დაადგებათ, რადგან იქ განთესილთა შორის ხელწამოსაკრავი გუნდები თითქმის არ არიან, თუმცა სასურველი მეტოქეების დანახვა ამ სიაშიც შეიძლება, ღირსეულად ბრძოლას კი, ქართული კლუბები, ვიმედოვნებთ, ნებისმიერ გუნდთან შეძლებენ.

ევროპის ლიგა 30 ივნისს დაიწყება, "დინამო" და "მეტალურგი" პირველი ეტაპის განმეორებით მატჩებს 7 ივლისს ჩაატარებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარიერებზე მესამე ტურში ვილაპარაკოთ. ყველა მეტოქესთან კონცენტრაციაა საჭირო. წარმატებები!
bb king
15:15 20-06-2011
0
ზესტაფონს მოლდოვის დაჩია შეხვდა, მგონი არ არის დაუძლეველი ბარიერი :)
Tornike
14:44 20-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული