ევროტურნირებზე ჩვენი გუნდების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტატბინაში  ევროტურნირების პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის "ზესტაფონის", ხოლო ევროპის ლიგაზე "მეტალურგის", "დინამოსა" და "გაგრას" პირველი მეტოქეები გამოავლინა.

"ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონში პირველ მეტოქედ მოლდოვის ჩემპიონი, კიშინიოვის "დაჩია" შეხვდა. გია გეგუჩაძის გუნდი პირველ მატჩს შინ, 12 ან 13 ივლისს გამართავს, სტუმრად კიშინიოვში კი ერთი კვირის შემდეგ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მოლდოვას ჩემპიონის რიგებში ორი ქართველი ლეგიონერი - დავით გამეზარდაშვილი და ლევან კორღალიძე ირჯებიან.

რაც
შეეხება ევროპის ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრას, თბილისის "დინამოს" მეტოქედ კიდევ ერთი მოლდოვური კლუბი - "მილსამი", რუსთავის "მატალურგს" კი სომხეთის "ბანანაცი" ერგო. პირველი მატჩები 30 ივნისს, საპასუხო კი - 7 ივლისს გაიმართება. ალექს გარსიას გუნდს პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ჭიდილი უელსურ "ლანელისთან" მოუწევს. რაც შეეხებათ რუსთაველთა სავარაუდო მომავალ მეტოქეებს, თუკი სომეხ მეზობლებთან წარმატებას მიაღწევენ, მეორე ეტაპზე "იაგელონია"-"ირტიშის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

ევროპის ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ერთვება საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა". პისკოვეცის გუნდის მეტოქე კვიპროსული "ანართოსისია". შეხვედრები 14 და 21 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოლდავეთში გასეირნება სულაც არ ექნებათ ქართულ გუნდებს. სამწუხაროა მაგრამ სინამდვილეში მოლდავეთის ჩემპიონატის დონე უფრო მაღალია ვიდრე საქართველოსი დღეს. ეს მათი გუნდების ბოლოდროინდელ შედეგებიდან გამომდინარე. ჩვენ უბრალოდ არ გვინდა ვაღიაროთ თუ რამდენად დაბლა არის ჩვენი ფეხბურთი ევოლუციის საფეხურზე. წარმატებებს ვუსურვებ ზესტას და დინამოს!
uzlevi
21:21 20-06-2011
0
ადვილი გუნდები შეგვხვდა გაგარის გარდა რაგა ეგ ანორთოთისი რა
elbera
18:26 20-06-2011
0

სიახლეები პოპულარული