ევროტურნირებზე ჩვენი გუნდების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტატბინაში  ევროტურნირების პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის "ზესტაფონის", ხოლო ევროპის ლიგაზე "მეტალურგის", "დინამოსა" და "გაგრას" პირველი მეტოქეები გამოავლინა.

"ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონში პირველ მეტოქედ მოლდოვის ჩემპიონი, კიშინიოვის "დაჩია" შეხვდა. გია გეგუჩაძის გუნდი პირველ მატჩს შინ, 12 ან 13 ივლისს გამართავს, სტუმრად კიშინიოვში კი ერთი კვირის შემდეგ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ მოლდოვას ჩემპიონის რიგებში ორი ქართველი ლეგიონერი - დავით გამეზარდაშვილი და ლევან კორღალიძე ირჯებიან.

რაც
შეეხება ევროპის ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრას, თბილისის "დინამოს" მეტოქედ კიდევ ერთი მოლდოვური კლუბი - "მილსამი", რუსთავის "მატალურგს" კი სომხეთის "ბანანაცი" ერგო. პირველი მატჩები 30 ივნისს, საპასუხო კი - 7 ივლისს გაიმართება. ალექს გარსიას გუნდს პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში ჭიდილი უელსურ "ლანელისთან" მოუწევს. რაც შეეხებათ რუსთაველთა სავარაუდო მომავალ მეტოქეებს, თუკი სომეხ მეზობლებთან წარმატებას მიაღწევენ, მეორე ეტაპზე "იაგელონია"-"ირტიშის" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

ევროპის ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ერთვება საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა". პისკოვეცის გუნდის მეტოქე კვიპროსული "ანართოსისია". შეხვედრები 14 და 21 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაღა მაინცდამაინც ანორთოსისი შეხვდა გაგრას, თანაც პირველივე ეტაპზე... თუმცა იმედია თავს არ შეირცხვენენ. დანარჩენების მეტოქეებით მგონი კმაყოფილები უნდა ვიყოთ
Tornike
17:38 20-06-2011
0
რა კმაყოფილი ანართოსისი მაგარი გუნდია დაგვჯაბნის
mamuka
18:15 20-06-2011
0

სიახლეები პოპულარული