გია გეგუჩაძე: "დაჩიასთან" შანსები თანაბარი გვაქვს

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა საიტმა ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრაში მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს შედეგებზე კომენტარების გაკეთება სთხოვა. "ზესტაფონი"-"დაჩიას" დაპირისპირებაზე ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და მოლდოვური გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა ლევან კორღალიძემ ისაუბრეს.

გია გეგუჩაძე, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი: ვფიქრობ, გუნდებს შემდეგ რაუნდში გასვლის თანაბარი შანსი აქვთ – 50-50-ზე. მოლდოვას ჩემპიონისადმი პატივისცემით ვართ განწყობილნი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი შემდეგ რაუნდში გასვლა იქნება. "დაჩიას", სულ ცოტა, ორ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ – დავით გამეზარდაშვილიცა და ლევან კორღალიძეც ერთ დროს ჩვენ გუნდში
გამოდიოდნენ.

მართალია, "დაჩიას" თამაში არასდროს მინახავს, სამაგიეროდ, კარგად ვიცი სხვა მოლდოვური გუნდი – "შერიფი", რომლის თამაშმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რამდენადაც წელს "დაჩია" გახდა ჩემპიონი, ე.ი. ეს გუნდი, მინიმუმ, "შერიფზე" სუსტი არ უნდა იყოს.

ლევან კორღალიძე, "დაჩიას" ნახევარმცველი: კენჭისყრით კმაყოფილები ვართ. ძალიან არ გვინდოდა ზაგრების "დინამო" შეგვხვედროდა. "ზესტაფონი" კარგი გუნდია. ფეხბურთელები კარგა ხანია ერთად თამაშობენ და ტექნიკურები არიან.

"დაჩიაში" ერთი წელი გავატარე და ვიცი მისი შესაძლებლობები. შანსებს თანაბრად შევაფასებ,თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საინტერესო დუელიდან გამოსვლა გამარჯვებულებს გვსურს. კარგია, პირველი თამაში რომ საქართველოში გაიმართება.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული