"ზესტაფონმა" აღარ წააგო, მაგრამ ისევ ვერ გაიტანა

AutoSharing Option
ზესტაფონი-კარპატი 0:0
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე, თ. ღონღაძე, გ. ონიანი (46. მ. კობახიძე), ხიდეშელი, გაგოშიძე (46. დაუშვილი), როსტომ გეწაძე (46. ძარია), გორგიაშვილი, ბაბუნაშვილი (46. დვალი), ჭანკოტაძე (46. გრიგალაშვილი), სარდალიშვილი (46. აფციაური), წინამძღვრიშვილი (46. ლომია).
კარპატი: ბოგატინოვი (46. ტლუმაკი), ფედეცკი (67. გორსკი), მილოშევიჩი (67. ბალაჟიჩი), ბორხა (67. პეტროვსკი), ოშიპკო (60. კოვაჩევიჩი), გოდვინი (60. გუდიმა), ხუდობიაკი (60. ლეანდრინიო), გურული (60. ზენიოვი), კოჟანოვი (60. გოლოდიუკი), კურტიში (60. ტკაჩუკი), ლუკასი (60. კოპოლოვეცი).

"ზესტაფონმა" ავსტრიულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა და გოლი ვერც ამჯერად გაიტანა, თუმცა კარიც
მშრალად შეინახა და თუკი რამდენიმე დღის წინ ბუქარესტის "სტიაუასთან" 0:1 დამარცხდა, ამჯერად შარშან ევროპის ლიგაზე შენახვედრ ლვოვის "კარპატისთან" ფრეს მიაღწია.

ანგარიში პატარა ქალაქ კუნდლში გამართული შეხვედრის შინაარსს აბსოლუტურად შეესაბამება. სახიფათო მომენტები თითქმის არ შექმნილა. სასიამოვნოა, რომ შარშანდელისგან განსხვავებით "ზესტაფონმა" ლვოველებთან აღარ წააგო, ცუდი კი ის არის, რომ გია გეგუჩაძის გუნდს შეტევაში ფაქტობრივად, არაფერი გამოსდიოდა. იმედია, ტრავმირებული ნიკოლოზ გელაშვილი მწყობრში დროულად ჩადგება.

ფეროელებს ოპტიმალური შემადგენლობით არც გუშინ უთამაშიათ. გელაშვილის მსგავსად, ტრავმების გამო მატჩი ზაალ ელიავამ და ალექსი ბენაშვილმა გამოტოვეს, გუნდის რამდენიმე ლიდერი კი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. მთლიანობაში, "ზესტაფონმა" "კარპატის" ტოლი არაფერში დაუდო და იმედია, თამაშის ხარისხს მალე გააუმჯობესებს. გუშინდელი მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა, მსაჯის საფინალო სასტვენს კი ფეხბურთელთა შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მესამე სპარინგმატჩს "ზესტაფონი" 30 ივნისს ქალაქ კუფშტაინში შვეიცარიულ "ბაზელთან" ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული