"დაჩიას" ზესტაფონში მთელი მთავრობა მოჰყვება?

AutoSharing Option
13 ივლისს "ზესტაფონში" დიდი სტუმრიანობაა. ჩვენი არ იყოს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებმა მოლდოვაშიც დიდი ინტერესი გამოიწვია და "დაჩიას" სოლიდური დელეგაცია ჩამოჰყვება.

უკვე დაზუსტებითაა ცნობილი, რომ "დავით აბაშიძეზე" "ზესტაფონისა" და "დაჩიას" დაპირისპირებას მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი დაესწრება და გამორიცხული არც ის არის, ზესტაფონში ქვეყნის პრეზიდენტი მარიან ლუპუ ჩავიდეს.

"დაჩიას" 50-კაციანი დელეგაცია იქნება წარმოდგენილი, სადაც კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად მოლდოველი პოლიტიკოსები და ბიზნესმენებიც იქნებიან. გუნდს 100-მდე ქომაგიც მოჰყვება.

სავარაუდოდ, მოლდოველი ფეხბურთელები ქუთაისში დაბინავდებიან, დელეგაციის წევრები კი თბილისსა და ბათუმში განთავსდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული