გია გეგუჩაძე: დობროვოლსკიმ ჩემ ფეხბურთელს ხელი გაარტყა!

AutoSharing Option
"დაჩია"-"ზესტაფონის" (2:0) მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გეგუჩაძე და დობროვოლსკი ერთმანეთს არ გადაჰყრიან და, ალბათ, ასეც სჯობდა. მედიის წინაშე თავდაპირველად "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი წარდგა. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ დობროვოლსკისა და ჟურნალისტებს შორის ტრადიციული ცინიკური დიალოგი შედგა, რომელსაც ასევე ხვალ შემოგთავაზებთ. "დაჩიას" დამრიგებელმა "ზესტაფონის" საბოლოო გამარჯვებას უსამართლობა უწოდა.

- მატჩის წინა დღეს პრესკონფერენციაზე მოლდოველებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადავუხადე, მაგრამ, როგორც ჩანს, მოვლენებს წინ გავუსწარი. მიკვირს, რატომ იყო მოედანზე და მის მიღმა ასეთი აგრესია. თუ გნებავთ, შეგიყვანთ ჩვენი გუნდის გასახდელში და განახებთ, რა დღეში არიან
ფეხბურთელები.

- რა მოხდა "ზესტაფონის" ფეხბურთელსა და დობროვოლსკის შორის?
- ჯერ არ ვიცი, დააშავა თუ არა რამე ფეხბურთელმა, მაგრამ ფაქტია, რომ დობროვოლსკიმ ჩვენს 10 ნომერს დაარტყა. ეს არ არის ღირსეული ადამიანის საქციელი. დანარჩენს მეც და თქვენც ვიდეოჩანაწერში ვნახავთ.

- მოითხოვთ "დაჩიას" დასჯას?
- ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. რა, ვინმე რომ დასაჯონ, ამით ჩემი ფეხბურთელები უცებ გამოჯანმრთელდებიან?

- "დაჩიამ" დღეს "ზესტაფონზე" უკეთ ითამაშა?
- დღეს ფეხბურთი არ ყოფილა, "დაჩიამ" კი ჩვენზე უკეთ იჩხუბა. მესმის, რომ ძნელია მარცხთან შეგუება, მაგრამ უკადრებელი არ უნდა იკადრო.

- იმსახურებდა "დაჩია" მოლდოვის ჩემპიონობას?
- მოლდოვის ჩემპიონატს არ ვიცნობ და ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ისე კი, "დაჩია" კარგი გუნდია და კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს, რომელთაც თამაშის საშუალება უნდა მისცენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ მსაჯმა რა იჩალიჩა.......არა რა ასეთი დაბალი დონის მსაჯები თუ ყავდა უეფას არ ვიცოდი
zestafonis giji fani
11:13 21-07-2011
0
არაუშავს გია მთავარია გავედით :) იმედია შტურმს გავტენით :) თბილისში სტადიონზე გელით :)
akaki
10:23 21-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული