საქართველოს ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ რაუნდამდე ორი ნაბიჯი აშორებს, ევროპის ლიგის ჯგუფამდე კი - ერთი. დარწმუნებულები ვართ, რომ დღეს თბილისში ”ზესტაფონს" ქომაგობა არ მოაკლდება, მაგრამ რა ქნან იმ გულშემატკივრებმა, ვისაც სტადიონზე წასვლის დრო ან საშუალება არ აქვთ?
სამწუხაროდ, მათ დამაიმედებელს ვერაფერს ვეტყვით - შესაძლოა, ბოლო მომენტში ”ზესტაფონი"-”შტურმი" მაინც გადაიცეს რომელიმე ქართული არხით (უფრო ”საზოგადოებრივი მაუწყებლით"), მაგრამ არც
ვიტოვებთ იმედს, რომ ტელევიზიებიცა და კლუბიც ტრანსლაციის საკითხის დადებითად გადასაწყვეტად არაფერს დაიშურებენ. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ეს მოუგვარებელი პრობლემაა!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"