გია გეგუჩაძე: ყველაფერი გრაცში გადაწყდება

AutoSharing Option
გია გეგუჩაძის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია არცთუ ხანმოკლე გამოდგა. "ზესტაფონის" თავკაცი, ბუნებრივია, უხასიათოდ იყო, მაგრამ განმეორებით შეხვედრაშიც ბრძოლას შეგვპირდა.

- ჩემი გუნდი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, უხეში შეცდომები დავუშვით და ასეთი შედეგი მივიღეთ. დღეს "ზესტაფონი" მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, "შტურმმა" გოლის გატანა მხოლოდ ჩვენი შეცდომით შეძლო. ამ წყვილში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- გელაშვილის მიერ გაფუჭებული მომენტი, ალბათ, გადამწყვეტი გამოდგა.
- ეს გოლი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნებოდა.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ დღეს "ზესტაფონმა"
ნაკლები ჟინითა და მუხტით ითამაშა, ვიდრე "დაჩიასთან" საშინაო მატჩში?

- "შტურმი" "დაჩიაზე" ერთი თავით მაღლა მდგომი გუნდია, განწყობა კი "ზესტაფონს" არც დღეს აკლდა, მაგრამ ძალიან ძნელია კონტრშეტევებზე მომართული გუნდის წინააღმდეგ თამაში. როცა მეტოქე ამ კომპონენტში ძლიერია, აქვს შანსი, სასურველ შედეგს ძალების მაქსიმალური დაზოგვით მიაღწიოს და, სამწუხაროდ, "შტურმს" ეს გამოუვიდა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ აუტანელმა სიცხემ დიდი ენერგია წაგვართვა.

- შემდეგ რაუნდში გასვლის შანსებს როგორ აფასებთ?
- კვლავინდებურად 50/50-ზე.

- შეცვლით რამეს გუნდის შემადგენლობაში ან თამაშის სტილში?
- შესაძლოა, ასეც მოხდეს. საჭიროა სიტუაციის დეტალურად გაანალიზება, დაფიქრება, ლაპარაკი ფეხბურთელებთან. "ზესტაფონს" მეტი შეუძლია.

* * *
ფრანკო ფოდასთვის შედეგი, რასაკვირველია, მისაღები აღმოჩნდა. მისი პრესკონფერენცია "ზესტაფონის" ქებით დაიწყო.
- საკმაოდ ძლიერ და ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშეთ. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, შესვენებისას კი ბიჭებს ვუთხარი, რომ სათამაშო დისციპლინა შეენარჩუნებინათ და ტემპი გაეზარდათ. ცხადია, არ უარვყოფ, რომ გაგვიმართლა, მაგრამ მატჩის შედეგი მაინც კანონზომიერი იყო.

სასიამოვნოა, რომ შეხვედრის ბოლოს ორივე გუნდმა შეუტია. თბილისში დადებით შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ შინ მძიმე 90 წუთი გველის და ამ ბარიერის გადასალახავად დიდი ბრძოლა დაგვჭირდება.

- როგორი იქნებოდა "შტურმის" შანსი, თბილისური მატჩი "ზესტაფონს" 2:0 რომ მოეგო?
- იმედებს ვერც ეს ანგარიში გადაგვიწურავდა.

- ავსტრიაში უფრო შემტევ ფეხბურთს ითამაშებთ?
- ჩვენი სტილი ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში არ არის. ერთ კვირაში დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან და უფრო ძლიერები ვიქნებით.

- გიორგი ფოფხაძის თამაშს როგორ აფასებთ?
- მისთვის იოლი მატჩი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ურიგოდ არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აი ასეთი დონის გუნდი ლიგაზე რო გავიდეს სირცხვილია ! ცალფეხა ბეხბურთელები რო გვყავს მაგის ბრალია, რათ უნდოდა იმ ბურთს მარჯვენაზე გადატანა გელაშვილმა რო გამაზა? არა რა, არაფერი არ გვეშველება...
ნიკა
10:36 27-07-2011
0
გელაშა მაგარია! მაგარი გოლიც გაიტანა და კიდევ ბევრს გაიტანს. გული არ გავიტეხოთ, ყველაფერი წინ არის, მთავარია მონდომება და ბრძოლა!
uzlevi
12:20 27-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული