"ზესტაფონი" ავსტრიისკენ კარგი განწყობით მიემგზავრება

AutoSharing Option
"ზესტაფონი" ავსტრიაში ხვალ, 2 აგვისტოს დილით გაემგზავრება, "შტურმთან" განმეორებით შეხვედრას კი ზეგ გამართავს. ხვალისთვის გაცნობებთ იმ შემადგენლობას, რომელსაც გია გეგუჩაძე გრაცში წაიყვანს, დღეისთვის კი ცნობილი ის არის, რომ "შტურმი"-"ზესტაფონს" ფრანგ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება ანტონი გოტიეს ხელმძღვანელობით.

საქართველოს ჩემპიონებმა შაბათს საკუთარ ბაზაზე საკონტროლო მატჩი ხარაგაულის "ჩხერიმელასთან" ჩაატარეს და ქვედალიგელი მეტოქე 8:2 გაანადგურეს.

გეგუჩაძემ გუნდი ექსპერიმენტული შემადგენლობით ათამაშა და საქმეში დუბლშემადგენლობის წევრებიც ჩართო. დუბლი შეასრულა ოთარ კვერნაძემ, თითო ბურთი კი საბა ლომიას, რატი წინამძღვრიშვილის, როსტომ გეწაძის, ზურაბ ღირდალაძის, ბერდია შავაძისა და ნიკა
მნათობიშვილის ანგარიშზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზესტა, აბა თქვენ იცით ახლა, არ დამაღალატოთ!:) დიდი ემოციური ინვესტიცია მაქვს თქვენში ჩადებული ხომ იცით?! :)

გაეცით საკადრისი პასუხი სკეპტიკოსებს, ვინც ამბობს რომ "ზესტა თავის უკანალზე ზევით ვერ ახტებაო" ...

მე ვამბობ რომ ზევითაც ახტება, გადაახტება და ერთი რუსის დედაც დაგვახტება :)

აეეეე, ზესტა ჩემპიონ!!!
uzlevi
00:22 02-08-2011
0

სიახლეები პოპულარული