მას შემდეგ ქართულ აქტივს მორიგი ქულები თბილისის "დინამომ" (ისლანდიაში გამარჯვებით) და "ზესტაფონმა" ("შტურმთან" ფრეთი) შემატეს, რის შედეგადაც საქართველო პირველ ადგილზე გადავიდა. გვესმის, რომ ეს ფაქტი დროებითია და პირველობას სულ მალე დავკარგავთ, მაგრამ ვფიქრობთ, მაინც სასიამოვნო და გარკვეულწილად ისტორიული ამბავია.
დღეისთვის საქართველოს 2.375 ქულა აქვს, რაც ქართული კლუბების მიერ დაგროვებული ქულების მათ რაოდენობაზე, ანუ 4-ზე გაყოფით მიიღება. ევროთასების
პლეი ოფებამდე კი მესამე ეტაპების განმეორებითი მატჩებია და, მოდი, ვისურვოთ, რომ "ზესტაფონი" ავსტრიიდან გამარჯვებული დაგვიბრუნდეს, "დინამოს" ამბავი კი გარკვეულია - "რეიკიავიკთან", ფაქტობრივად, ისლანდიაშივე მოაგვარა საქმე.
მოკლედ, ბევრი აღარაფერი გვაშორებს 2004-05 წლების სეზონის შედეგის გაუმჯობესებას, როცა გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია და საქართველომ დიდწილად სწორედ ამის ხარჯზე მოიპოვა 2.666 ქულა.
მიმდინარე ევროტურნირების სადღეისო რეიტინგი კი ასეთია:
1. საქართველო 2.375
2. ხორვატია 2.250
3. უნგრეთი 2.250
4. ინგლისი 2.125
5. ისრაელი 2.125
6. შვედეთი 1.900
7. ნორვეგია 1.900
8. ავსტრია 1.875
9. კვიპროსი 1.875
10. ესპანეთი 1.875
11. იტალია 1.785
12. პოლონეთი 1.625
13. სერბეთი 1.625
14. მაკედონია 1.625
15. ჰოლანდია 1.600
16. საბერძნეთი 1.600
17. რუსეთი 1.583
18. საფრანგეთი 1.500
19. შვეიცარია 1.500
20. ჩეხეთი 1.500
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"