ევროტურნირებზე რეიტინგში საქართველო პირველია!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზეთ წერილი ევროკოეფიციენტების შესახებ და მაშინ გამცნეთ, რომ ქართული კლუბების მიერ მიმდინარე ევროტურნირებზე მოპოვებული ქულებით ჩვენი ქვეყანა მეორე ადგილზე იყო.

მას შემდეგ ქართულ აქტივს მორიგი ქულები თბილისის "დინამომ" (ისლანდიაში გამარჯვებით) და "ზესტაფონმა" ("შტურმთან" ფრეთი) შემატეს, რის შედეგადაც საქართველო პირველ ადგილზე გადავიდა. გვესმის, რომ ეს ფაქტი დროებითია და პირველობას სულ მალე დავკარგავთ, მაგრამ ვფიქრობთ, მაინც სასიამოვნო და გარკვეულწილად ისტორიული ამბავია.

დღეისთვის საქართველოს 2.375 ქულა აქვს, რაც ქართული კლუბების მიერ დაგროვებული ქულების მათ რაოდენობაზე, ანუ 4-ზე გაყოფით მიიღება. ევროთასების
საკვალიფიკაციო ეტაპებზე გამარჯვება 1 ქულად ფასობს, ფრე კი - ნახევრად. პლეი ოფში კი მოგებაცა და საყაიმო შედეგიც უფრო "ძვირია" და რაკი "ზესტაფონსა" და "დინამოს" ეს ეტაპი, ფაქტობრივად, დაბევებული აქვთ ("ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მოხვედრის შანსიც აქვს, ევროპის ლიგის პლეი ოფი კი უკვე გაინაღდა), დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მონაგარი საგრძნობლად გაიზრდება.

პლეი ოფებამდე კი მესამე ეტაპების განმეორებითი მატჩებია და, მოდი, ვისურვოთ, რომ "ზესტაფონი" ავსტრიიდან გამარჯვებული დაგვიბრუნდეს, "დინამოს" ამბავი კი გარკვეულია - "რეიკიავიკთან", ფაქტობრივად, ისლანდიაშივე მოაგვარა საქმე.

მოკლედ, ბევრი აღარაფერი გვაშორებს 2004-05 წლების სეზონის შედეგის გაუმჯობესებას, როცა გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია და საქართველომ დიდწილად სწორედ ამის ხარჯზე მოიპოვა 2.666 ქულა.

მიმდინარე ევროტურნირების სადღეისო რეიტინგი კი ასეთია:

1. საქართველო 2.375
2. ხორვატია 2.250
3. უნგრეთი 2.250
4. ინგლისი 2.125
5. ისრაელი 2.125
6. შვედეთი 1.900
7. ნორვეგია 1.900
8. ავსტრია 1.875
9. კვიპროსი 1.875
10. ესპანეთი 1.875
11. იტალია 1.785
12. პოლონეთი 1.625
13. სერბეთი 1.625
14. მაკედონია 1.625
15. ჰოლანდია 1.600
16. საბერძნეთი 1.600
17. რუსეთი 1.583
18. საფრანგეთი 1.500
19. შვეიცარია 1.500
20. ჩეხეთი 1.500

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
უეფას საიტზე სულ შევდივარ და ვაკვირდები ხოლმე მაგ ქულებს, მარა ჯერ 36 ადგილზე ვართ და დზაან გთხოვთ მაგ გვერდის ლინკი დადეთ, მინდა რო შევიდე.
grigala
11:30 02-08-2011
0
რაც უფრო მეტ თამაშს მოვიგებთ და ეტაპს გადავლახავთ, ეს მომავალ წელს ქარტულ გუნდებს რომლებიც ევროტურნირებყე გავლენ გამოადგება, რადგან გარკვეული ქულების დაგროვებისას გუნდებს უკვე ეს ნერვების ამშლელი საკვალიფიკაციო ეტაპები არარ დასჭირდებათ და ჩემპიონი როდესმე პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდეა, ზოველგვარი კვალიფიკაციის და ფლეი ოფის გარეშე, ასევე ევროპალიგაზე ყოველგვარი კცალიფიკაციების გარეშე
Japaridze
12:56 02-08-2011
0

სიახლეები პოპულარული