"ზესტაფონი" ავსტრიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონი", რომელიც გრაცის "შტურმთან" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრის გასამართად, ავსტრიაში დღეს დილის 11 საათზე გაემგზავრა.

ზემოიმერლები ქალაქ გრაცთან ახლოს მდებარე სასტუმრო "პარადიზში" დაბინავდებიან.

გია გეგუჩაძეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი 20 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;
მცველები: გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, თეიმურაზ ღონღაძე, კახაბერ ალადაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, ალექსი ბენაშვილი;
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ირაკლი ძარია, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე აფციაური, მიშიკო სარდალიშვილი;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ
გელაშვილი, ჯაბა დვალი, საბა ლომია, რატი წინამძღვრიშვილი.

ზესტაფონური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, საქართველოს ჩემპიონები ქალაქ გრაცის "UPC-Arena"-ზე დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე ივარჯიშებენ. ვარჯიშის დაწყებამდე ქართული გუნდის დამრიგებელი გია გეგუჩაძე ავსტრიული და ქართული მედია-საშუალებებისათვის მატჩისწინა პრეს-კონფერენციას გამართავს.

ოთხშაბათს გასამართი შეხვედრის უკეთ გაშუქების მიზნით, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ტელეკომპანია "იმედის" გადამღები ჯგუფი მიჰყვება.

"შტურმი"-"ზესტაფონის" მატჩი 3 აგვისტოს, თბილისი დროით 22:30 სთ-ზე დაიწყება.
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
უცნაური ხალხი ხართ - ყველაფერი წერია იმის გარდა, რომელ საათზე იწყება თამაში და აჩვენებს თუ არა ქართული ტელევიზია და თუ აჩვენებს - რომელი.
gela
15:27 02-08-2011
0
ზესტაფონს და დინამოს კიდო ექნებათ თამაშები, რომ ჯგუფში გავიდნენ?
geosochi
14:38 02-08-2011
0

სიახლეები პოპულარული