ფრანკო ფოდა: გვწამს, "ზესტაფონს" ვაჯობებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ

AutoSharing Option
"ზესტაფონთან" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის წინ "შტურმის" ბანაკში იმედიანი განწყობაა.

მართალია, ავსტრიაში გრაცის გუნდის კრიზისზე ხმამაღლა საუბრობენ, რაც ადგილობრივ ბუნდესლიგაში "შტურმის" 0:3 დამარცხებითაა გამოწვეული, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკო ფოდა და ნახევარმცველი პატრიკ ვოლფი თბილისში მიღწეული საყაიმო ანგარიშით კმაყოფილნი არიან და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლას იმედოვნებენ.

"მასმედიაში ჩვენს გუნდში არსებულ კრიზისზე საუბრობენ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, - განაცხადა პატრიკ ვოლფმა, რომელმაც თბილისურ მატჩში გოლის გატანა მოახერხა. - მართალია ბუნდესლიგაში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ეს გარკვეულწილად ჩვენი
ყურადღების ჩემპიონთა ლიგისკენ მიპყრობითაა განპირობებული, სადაც საკმაოდ წარმატებული სასტარტო პოზიცია გვაქვს".

"შტურმის" კრიტიკა ფრანკო ფოდასთვისაც გაუგებარია: "პირველი მატჩის გამოხმაურებამ გამაკვირვა. არადა, თბილისში კარგ შედეგს მივაღწიეთ, რადგან ევროტურნირებზე მეტოქის მოედანზე გოლის გატანას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მართალია, თბილისში დაცვაზე ვიყავით კონცენტრირებულნი, მაგრამ ამან საბოლოოდ შედეგი მოგვიტანა.

ახლა შინ ვთამაშობთ, სადაც თბილისისგან განსხვავებული კლიმატური პირობებია. აგრესიულად ვითამაშებთ და საგოლე მომენტების გამოყენებას შევეცდებით. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი საკმაოდ კარგად წარმოაჩენს თავს და შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ".

მომზადებულია sport10.at-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული