იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ, საკმარისად გონიერები ვერ აღმოვჩნდით. წარმატებისთვის კი, უპირველესად, გამოცდილება დაგვაკლდა", - განაცხადა გია გეგუჩაძემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, სადაც, როგორც ფოტოდან ხედავთ, "შტურმის" თავკაც ფრანკო ფოდასთან ერთად მივიდა.
თუკი "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა მარცხის მიზეზები ლაკონიურად ახსნა, ფოდა შედარებით სიტყვაუხვი იყო, მაგრამ რაკი მეტოქეზე ბევრი არ ულაპარაკია, მის ნაუბარსაც შემოკლებით შემოგთავაზებთ:
"ჩემს ფეხბურთელებს ასეთი კარგი თამაშისთვის მადლობას ვუხდი. მიზნად მოწინააღმდეგის
"შტურმის" ოფიციალურ ვებგვერდზე გუნდის ორი ფეხბურთელის კომენტარიცაა გამოქვეყნებული.
კრისტიან გრატცაი: "პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორეში კი ჩვენი თამაში ვიპოვეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, ჯგუფში მოსახვედრადაც მზად ვართ".
რომან კინასტი: "პირველ ნახევარში ბევრი საგოლე მომენტი არ გვქონია, შესვენების შემდეგ კი უკეთ ავთამაშდით და შედეგიც მივიღეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გოლი ასეთი ძვირფასი აღმოჩნდა. დაწინაურების შემდეგ მეტოქე საბოლოოდ გავტეხეთ და უშანსოდ დავტოვეთ. ამდენი კრიტიკის შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება საკუთარი ძალების რწმენას შეგვმატებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"