გრანდი არც აქ გველოდებოდა

AutoSharing Option
დანიური "კოპენჰაგენი", ბალერუსული ბატე, ებრაული "მაქაბი", ხორვატიული "დინამო" და კვიპროსული "აპოელი" - "ზესტაფონს" რომ "შტურმის" ბარიერი გადაელახა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ამ ხუთი კლუბიდან ერთ-ერთს შეხვდებოდა და განწირული, ალბათ, არავისთან იქნებოდა.

აი, ასე ახლოს იყო ჯგუფურ ეტაპთან საქართველოს ჩემპიონი, რომელსაც მიშელ პლატინის მიერ დანერგილი საშეჯიბრო სისტემის წყალობით პლეი ოფში გრანდთან საქმე არ ექნებოდა.

სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფზე ოცნება ერთი წლით უნდა გადავდოთ და ევროპის ლიგაზე გადავერთოთ, დღეს კი ორივე ევროტურნირის პლეი ოფების წილისყრაა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 10 წყვილი შედგება,
საიდანაც 5 საჩემპიონო ჯგუფისა იქნება, 5-იც - არასაჩემპიონოსი.

ზემოთ ნახსენები ხუთი კლუბი განთესილი ჩემპიონებია, განუთესავებში კი მოხვდნენ: "ვისლა" (ხორვატია), "შტურმი" (ავსტრია), "გენკი" (ბელგია), "პლზენი" (ჩეხეთი), "მალმიო" (შვედეთი).

არაჩემპიონებში განითესნენ: "ბაიერნი" (გერმანია), "არსენალი" (ინგლისი), "ლიონი" (საფრანგეთი), "ბენფიკა" (პორტუგალია), "ვილიარეალი" (ესპანეთი);

არ განითესნენ: "ტვენტე" (ჰოლანდია), "რუბინი" (რუსეთი), "უდინეზე" (იტალია), "ციურიხი" (შვეიცარია), "ოდენსე" (დანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული