ფიფამ 6 მსაჯს სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა

AutoSharing Option
საფეხბურთო საქმიანობისგან სამუდამოდ მოკვეთეს სამი უნგრელი და სამი ბოსნიელი მსაჯი.

თურქეთში თებერვალში ორი ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა ლატვია-ბოლივია (2:1) და ესტონეთი-ბულგარეთი (2:2). აღნიშნულ მატჩებში ყველა გოლი 11 მეტრიანი დარტყმით გავიდა.

ფეხბურთის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ ეჭვი შეიტანა ამ შეხვედრებში. გამოძიების შედეგად ყველა იმ მსაჯს, რომელიც ზემოთ მოყვანილ მატჩებს ემსახურებოდა, სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

კოლოშ ლენგიელი, იანოშ ჩაკი, კრისტიან შელმეცი უნგრეთიდან და სინიშ ზრნიჩი, კენან ბაირამოვიჩი, რიზაჰ რიდალოვიჩი ბოსნიიდან ამიერიდან ნაციონალურ და საერთაშორისო ტურნირების მატჩებში ვეღარ იმსაჯებენ.

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული